ავტორიზაცია

მესიმ ზედიზედ მე-19 კალენდარულ წელს გაიტანა

მესიმ ზედიზედ მე-19 კალენდარულ წელს გაიტანა
თარიღი 12 იან 2023, 10:05
"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ გატანილიი გოლების სერია გააგრძელა.

35 წლის არგენტინელი პროფესიონალურ დონეზე 2005 წლიდან - ზედიზედ 19 წელიწადი, მუდმივად იტანს გოლს.

გუშინ, სუპერვარსკვლავმა 2023 წელს საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩში "ანჟეს" წინააღმდეგ გაიტანა, აღსანიშნავია, რომ მესიმ წლის პირველ მატჩში მერვედ შეძლო გოლის გატანა.

თავდამსხმელმა გასული წელი 35 გოლით დაასრულა, 2012 წელს კი მისი რეკორდი 91 გოლი იყო.

ლიონელ მესის ამ სეზონში "პსჟ"-ში ყველა ტურნირზე  20 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.