ავტორიზაცია

ბათუმის დინამომ სერბი მცველი დაიმატა

ბათუმის დინამომ სერბი მცველი დაიმატა
თარიღი 12 იან 2023, 21:48
ახალი სეზონიდან საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ბათუმის "დინამოს" ღირსებას 26 წლის სერბი მცველი - ნემანია ლუბისავლიევიჩი დაიცავს.

კლუბის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ცნობით, კონტრაქტი 1 წლიან ურთიერთთანმშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

ლუბისავლიევიჩი სხვადასხვა დროს: "იაგოდინას", "ტრსტენიკის", "ტაბანეს", "რადნიჩკის", "დინამო ვრანიეს", "გორიცას" და ჟალგირისის" მაისურს ირგებდა.

სერბმა ფეხბურთელმა ლიეტუვის "ჟალგირისის" რიგებში კინფერენს ლიგის 2022/23 წლების გათამაშებაში 5 მატჩი ჩაატარა.