ავტორიზაცია

მადრიდის რეალმა ვასკესი დიდი ხნით დაკარგა

მადრიდის რეალმა ვასკესი დიდი ხნით დაკარგა
თარიღი 13 იან 2023, 02:24
გაზეთი Marca-ს ცნობით, მადრიდის "რეალის" მცველი ლუკას ვასკესი საავადმყოფოში მოხვდა. 

31 წლის ფეხბურთელი ტერფის ლიგატების დაზიანების გამო 1,5 თვეს იუქმებს.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ვასკესმა ათ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.

ლუკასი "სამეფო კლუბის" ფერებს 2015 წლის ივლისიდან იცავს. მისი ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება "ბლანკოსთან" 2024 წლის  ზაფხულამდეა ძალაში.

ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 16 მატჩის შემდეგ მადრიდის "რეალმა" 38 ქულა დააგროვა და ლიდერ "ბარსელონას" სამი ქულით ჩამორჩება.