ავტორიზაცია

ჟოაო ფელიქსი ჩელსის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც პრემიერ ლიგის სადებიუტო მატჩში გააძევეს

ჟოაო ფელიქსი ჩელსის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც პრემიერ ლიგის სადებიუტო მატჩში გააძევეს
თარიღი 13 იან 2023, 10:02
ინგლისის პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურის გადადებულ მატჩში "ფულჰემმა" ლონდონის "ჩელსი" 2:1 დაამარცხა.

ლონდონელებისთვის საკვანძო მომენტი იყო პორტუგალიელი თავდამსხმელის ჟოაო ფელიქსის 58-ე წუთზე გაძევება, რომელმაც პირველი მატჩი ჩაატარა კლუბში.

ფელიქსი გახდა პირველი ფეხბურთელი "ჩელსის" ისტორიაში, რომელიც პრემიერ ლიგის სადებიუტო მატჩში გააძევეს. 

მთლიანობაში კი ჩემპიონატში ეს არ მომხდარა 2014 წლის შემდეგ, როცა "ტოტენჰემის" ფეხბურთელი ფედერიკო ფაზიო გააძევეს, ეს მაშინ მოხდა მანჩესტერ "სიტის" წინააღმდეგ თამაშში.

ინგლისის ჩემპიონატში მომდევნო მატჩს "ჩელსი" 15 იანვარს "კრისტალ პალასთან" გამართავს.