ავტორიზაცია

ჟოზე მოურინიო: "იტალიის თასი ყველაზე ცუდია ევროპაში"

ჟოზე მოურინიო: "იტალიის თასი ყველაზე ცუდია ევროპაში"
თარიღი 13 იან 2023, 10:49
"რომას" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კოპა იტალიის ფორმატს აკრიტიკებს.

"მინდა ამ ტურნირის მოგება. მე ეს უკვე სხვა კლუბთან ერთად მოვახერხე, ახლა მინდა ეს ყველაფერი რომასთან ერთად გავაკეთო. ამავდროულად, ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე ცუდი თასი ევროპაში.

ის არ იცავს პატარა კლუბების ინტერესებს. მაგალითად, ტორინომ მილანი დაამარცხა და მომდევნო მატჩს სტუმრად გამართავს. არ მესმის ტურნირის სტრუქტურა. რატომ უნდა ითამაშოს ტორინომ სტუმრად, რომელმაც ჩემპიონი დაამარცხა? სად არის Coppa Italia-ს მთელი სილამაზე. “, - ამბობა პორტუგალიელი. 

შეგახსენებთ, რომ "რომამ" მერვედფინალურ ეტაპზე "ჯენოა" (1:0) დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.