ავტორიზაცია

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი ცნობილია

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი ცნობილია
თარიღი 13 იან 2023, 10:08
ესპანელი სპეციალისტი ლუის ენრიკე ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელის მთავარი კანდიდატია. ეს პოზიცია ვაკანტური, ტიტეს გადადგომის შემდეგ გაჩნდა.

თანამდებობა თავად ენრიკემაც დატოვა, მაგრამ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან.

როგორც ესპანური Sport განმარტავს, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ მტკიცედ გადაწყვიტა შეეცადოს მთავარუ მწვრთნელის პოსტი მიანდოს უცხოელ მწვრთნელს, იმის გათვალისწინებით, რომ გუნდს 2002 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ტიტულის  არ მოუგია.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე წარსულში "ბარსელონაში" მუშაობდა - გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ბოლო გამარჯვება მისი ხელმძღვანელობის პირობებში მოიპოვა.