ავტორიზაცია

იაროსლავ რაკიცკი უკრაინის ჩემპიონატში ბრუნდება?

იაროსლავ რაკიცკი უკრაინის ჩემპიონატში ბრუნდება?
თარიღი 13 იან 2023, 10:16
"ზენიტის" ყოფილი ფეხბურთელი იაროსლავ რაკიცკი შესაძლოა, უკრაინულ "შახტარში" დაბრუნდეს. ამის შესახებ Terrikon იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ იაროსლავი "შახტარში" 2009 წლიდან 2019 წლამდე თამაშობდა.

გამოცემის მტკიცებით უახლოეს დღეებში რაკიცკი შეუერთდება გუნდს, რომელიც საწვრთნელ ბანაკს თურქეთში გადის.

"შახტარი" უკრაინის ლიგაში თამაშობს და 13 მატჩის შემდეგ 30 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

2022 წლის დეკემბერში რაკიცკიმ თურქული "ადანა დემირსპორი დატოვა, სადაც გარკვეული პერიოდი თამაშობდა და რამაც მისი უკრაინის ნაკრებიდან მოკვეთა გამოიწვია.