ავტორიზაცია

მოურინიომ აღიარა, რომ უარი თქვა პორტუგალიის ნაკრების შეთავაზებაზე

მოურინიომ აღიარა, რომ უარი თქვა პორტუგალიის ნაკრების შეთავაზებაზე
თარიღი 13 იან 2023, 11:08
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღიარა, რომ პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატი იყო.

„მინდა მადლობა გადავუხადო პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას შეთავაზებისთვის. მე ვიყავი პრეტენდენტი, მაგრამ არა ერთადერთი. ვამაყობ ამით.

მაგრამ მე გადავწყვიტე უარი მეთქვა ამ შეთავაზებაზე. რომაში დარჩენა მინდა, ახლა ეს არის მთავარი. ", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ესპანელი სპეციალისტის რობერტო მარტინესის დანიშვნის შესახებ.