ავტორიზაცია

ჩელსი პოტერის საკითხში არტეტას და არსენალის მაგალითს იყენებს

ჩელსი პოტერის საკითხში არტეტას და არსენალის მაგალითს იყენებს
თარიღი 15 იან 2023, 01:07
ბოლო 7 მატჩში განცდილი 5 მარცხის მიუხედავად, „ჩელსის“ ხელმძღვანელობა გრემ პოტერის ნდობას აგრძელებს.

The Athletic-ის ინფორმაციით, „ჩელსის“ ამერიკელი უფროსობა მაგალითად „არსენალის“ და მიკელ არტეტას შემთხვევას იყენებს.

2019 წლის დეკემბერში „არსენალში“ მისვლის შემდეგ, ქომაგები ესპანელს ცუდი შედეგების გამო აკრიტიკებდნენ. თუმცა, წლები გავიდა, არტეტას აცადეს და მისი გუნდი ამჟამად ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.

არტეტას რამდენიმე სატრანსფერო ფანჯარა მისცეს იმისთვის, რომ გუნდი თავის გემოზე აეწყო და შემადგენლობაზე თავად ემუშავა.

„ჩელსის“ სურს, პოტერის შემთხვევაშიც ანალოგიურად მოიქცეს, ამიტომ უახლოეს პერიოდში, შედეგებისგან განურჩევლად, ინგლისელს გუნდიდან გაშვება არ ემუქრება.