კიდევ ერთი მეტოქე: თბილისის დინამო თურქეთში შახტარს დაუპირისპირდება

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებას ლარაში ორ ეტაპად გაივლის.
მზადების პირველ ნაწილში, რომელიც 11-დან 22 იანვრის ჩათვლით გაიმართება, თბილისელები 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.
15 იანვარს დინამო უკრაინული პრემიერ ლიგის "დნიპრო 1"-ს შეხვდება, 18 იანვარს სპარინგ პარტნიორობას ბულგარული პლოვდივის "ლოკომოტივი" იქნება, ხოლო 22 იანვარს სერბეთის ჩემპიონ - "ცრვენა ზვეზდას" შეხვდება.
15 იანვარს დინამო უკრაინული პრემიერ ლიგის "დნიპრო 1"-ს შეხვდება, 18 იანვარს სპარინგ პარტნიორობას ბულგარული პლოვდივის "ლოკომოტივი" იქნება, ხოლო 22 იანვარს სერბეთის ჩემპიონ - "ცრვენა ზვეზდას" შეხვდება.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მზადების მეორე ნაწილს 26 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით გააგრძელებს. შეკრების მეორე ეტაპზე "დინამო" 8 თებერვალს დონეცკის "შახტარს" დაუპირისპირდება. ამის შესახებ უკრაინული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ვიგებთ.