ავტორიზაცია

"მესის შეუძლია 50 წლამდე ითამაშოს"- რონალდინიო

"მესის შეუძლია 50 წლამდე ითამაშოს"- რონალდინიო
თარიღი 15 იან 2023, 15:55
ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

"მესი ჩემთვის პატარა ძმასავითაა. ის ჩემი დიდი მეგობარია. ლეოს შეუძლია ფეხბურთის თამაში დიდი ხნის განმავლობაში. თუ მას სურს, შეუძლია 50 წლამდეც ითამაშოს. “, - თქვა რონალდინიომ.

ლიონელ მესი ამჟამად 35 წლისაა. 2021 წლის ზაფხულში არგენტინელმა თავდამსხმელმა "ბარსელონა" დატოვა მას შემდეგ, რაც კატალონიურმა კლუბმა ფინანსური პრობლემების გამო  მას ახალი კონტრაქტი ვერ შეთავაზა.

ამის შემდეგ მესი "პსჟ"-ს ფეხბურთელი გახდა. არგენტინელის მოქმედი შრომითი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი.