ავტორიზაცია

თურქულ შეკრებაზე ბათუმის დინამო ყაზახურ გუნდს დაუპირისპირდება

თურქულ შეკრებაზე ბათუმის დინამო ყაზახურ გუნდს დაუპირისპირდება
თარიღი 15 იან 2023, 14:31
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის "დინამო" ახალი სეზონისთვის უკვე ემზადება.

აჭარულმა გუნდმა რამდენიმე ტრანსფერი უკვე დაადადტურა და გუნდი არაერთმა მოთამაშემაც დატოვა.

როგორც ცნობილი გახლდათ, ბათუმელები თურქული შეკრების ფარგლებში 20 იანვარს პოლონურ "ვიძევ ლოძის" დაუპირისპირდებოდნენ.  26 იანვარს კი ბათუმის "დინამოს" მეტოქე "ნოვი პაზარი" იქნება. 

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 16 თებერვალს "აკსუს" შეხვდება. ამ ინფორმაციას ყაზახური გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.