ავტორიზაცია

მორიენტესი ბარსელონას წინააღმდეგ მადრიდის რეალის ნახევარმცველების თამაშით უკმაყოფილოა

მორიენტესი ბარსელონას წინააღმდეგ მადრიდის რეალის ნახევარმცველების თამაშით უკმაყოფილოა
თარიღი 16 იან 2023, 11:12
მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა ფერნანდო მორიენტესმა ესპანეთის სუპერთასის ფინალში კატალონიური "ბარსელონას" წინააღმდეგ გუნდის გამოსვლაზე ისაუბრა. 

კერძოდ, "სამეფო კლუბის" შუა ხაზის თამაშით უკმაყოფილო დარჩა.

"ვალვერდესგან ბევრად მეტს ველოდი. კროოსს მოედანზე თავისუფალი სივრცე საერთოდ არ დარჩა. ძალიან მომწონს კამავინგა, მაგრამ ამ შეხვედრაში ედუარდო უპატიებლად ხშირად კარგავდა ბურთს. “, - განაცხადა მორიენტესმა. 

შეგახსენებთ, რომ ფინალური შეხვედრა "სამეფო კლუბის" მარცხით 1:3 დასრულდა. მადრიდის "რეალის" მხრიდან ერთადერთი გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა.