რონალდუ პსჟ-ს წინააღმდეგ ყველა ვარსკვლავის გუნდის კაპიტანი იქნება

პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ "პსჟ"-ს წინააღმდეგ "ალ-ნასრის" და "ალ-ჰილალის" ყველა ვარსკვლავის გუნდის კაპიტანი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ამხანაგური მატჩი საუდის არაბეთის ჩემპიონატის ვარსკვლავებსა და პარიზულ გუნდს შორის ხუთშაბათს, 19 იანვარს გაიმართება.
კრიშტიანუ "ალ-ნასრს" 2022 წლის ბოლოს შეუერთდა. 37 წლის პორტუგალიელმა კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. რონალდუს ხელფასი საუდის არაბეთში 200 მილიონი ევრო იქნება.
კრიშტიანუ "ალ-ნასრს" 2022 წლის ბოლოს შეუერთდა. 37 წლის პორტუგალიელმა კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. რონალდუს ხელფასი საუდის არაბეთში 200 მილიონი ევრო იქნება.