სალიხოვა: "კვარაცხელია ოცნებობდა, რაც შეიძლება მალე წასულიყო ძლიერ ჩემპიონატში"
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ ფედუნის მეუღლემ, ზარემა სალიხოვამ მოსკოვურ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
„ხვიჩა ოცნებობდა რაც შეიძლება მალე წასულიყო ძლიერ ჩემპიონატში, რუბინს კი მისი გაყიდვა რაც შეიძლება დიდ თანხად სურდა. სამწუხაროდ, ტრანსფერის რეკომენდაცია და გაფორმება, ორი განსხვავებული რამ არის. “, - თქვა სალიხოვამ RB Sport-თან ინტერვიუში.
მისი აზრით, ასეთი ტრანსფერი შეუძლებელი იქნებოდა, რადგან რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბები მეტოქეების გუნდების გაძლიერებას არ ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ ზარემა გამოეხმაურა "სპარტაკის" ხელმძღვანელის ყოფილი მრჩევლის, ფრანკო კამოზის განცხადებას, რომელმაც შესაძლო ხელმოწერის შესახებ ისაუბრა.