ავტორიზაცია

მესის მაისური ანჟესთან მატჩიდან აუქციონზე 43,623 ევროდ გაიყიდა

მესის მაისური ანჟესთან მატჩიდან აუქციონზე 43,623 ევროდ გაიყიდა
თარიღი 16 Jan 2023, 23:25
Le Parisien-ის ცნობით, "პსჟ"-ს ფეხბურთელების მაისურები, რომლებშიც ისინი ბოლო მატჩებში თამაშობდნენ, აუქციონზე გაიყიდა.

წყაროს ცნობით, ლიონელ მესის მაისური საფრანგეთის ლიგა 1-ის "ანჟესთან" მატჩიდან (2:0) 43 623 ევროდ გაიყიდა.

პარიზელთა თავდამსხმელის ნეიმარის ფორმა მყიდველს 7894 ევრო დაუჯდა, ხოლო თავდამსხმელი კილიან მბაპეს მაისურებში "ლენსთან" (1:3) და "სტრასბურგთან" (2:1) მატჩებიდან 14083 ევრო და 15017 ევრო გადაიხადეს.

ამ სეზონში მესიმ ლიგა 1-ში 15 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ათი საგოლე გადაცემა გააკეთა.