ავტორიზაცია

მხითარიანმა საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია

მხითარიანმა საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია
თარიღი 16 Jan 2023, 20:37
მილანის "ინტერის" არხის გადაცემაში სომეხმა ნახევარმცველმა ჰენრიკ მხითარიანმა მიიღო მონაწილეობა.

მხითარიანმა გადაწყვიტა დაეხატა თავისი მშობლიური სომხეთის რუკის მონახაზი და მთიანი ყარაბაღი ქვეყნის ნაწილად გამოეხატა. ამრიგად, 33 წლის ფეხბურთელმა საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია.

ამის გამო აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაცია აპირებს საჩივრების გაგზავნას უეფასა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში.

მოგეხსენებათ, მთიანი ყარაბაღი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიდი ხნის დავის საგანია.

სომეხმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის 22 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.