ავტორიზაცია

რონალდუ და კეილორ ნავასი შესაძლოა ისევ თანაგუნდელები გახდნენ

რონალდუ და კეილორ ნავასი შესაძლოა ისევ თანაგუნდელები გახდნენ
თარიღი 16 იან 2023, 17:43
საუდის არაბეთის "ალ-ნასრი" მას შემდეგ, რაც დავიდ ოსპინა საავადმყოფოში მოხვდა, ახალი მეკარის ძიებაშია.

როგორც ესპანური გამოცემის Marca-ს ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, საუდის არაბეთის კლუბის პრიორიტეტული კანდიდატი "პსჟ"-დან კეილორ ნავასის ტრანსფერია. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

2022/2023 წლების სეზონში კეილორ ნავასმა "პსჟ"-ში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.