ავტორიზაცია

გარი ნევილმა პრემიერ ლიგის გამარჯვებულზე პროგნოზი გააკეთა

გარი ნევილმა პრემიერ ლიგის  გამარჯვებულზე პროგნოზი გააკეთა
თარიღი 16 იან 2023, 16:44
ინგლისის ნაკრების და მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა პრემიერ ლიგის ჩემპიონობისთვის რბოლაზე ისაუბრა.

"მანჩესტერ სიტი მოიგებს პრემიერ ლიგას. მანჩესტერ იუნაიტედი მეორე იქნება. “, - ციტირებს ექსპერტის სიტყვები Sky Sports.

გასულ შაბათ-კვირას მანჩესტერული დერბი შედგა - მანჩესტერ "იუნაიტედმა" ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ "სიტის" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

20 ტურის შემდეგ ჩემპიონატს  ლონდონის "არსენალი" 47 ქულით ლიდერობს, "ქალაქელები" მეორე ადგილზე არიან (39), მესამე ადგილზე კი "წითელი ეშმაკები" 38 ქულით არიან.