ავტორიზაცია

მუდრიკის ტრანსფერმა ყველაფერი შეცვალა - ნაპოლი პრემიერ ლიგის კლუბებს 150 მილიონ ევროს სთხოვს

მუდრიკის ტრანსფერმა ყველაფერი შეცვალა - ნაპოლი პრემიერ ლიგის კლუბებს 150 მილიონ ევროს სთხოვს
თარიღი 16 იან 2023, 23:32
როგორც Il Mattino იტყობინება,  ინგლისის პრემიერ ლიგის სამი კლუბი "არსენალი", "ნიუკასლი" და მანჩესტერ "იუნაიტედი" "ნაპოლის" თავდამსხმელით ვიქტორ ოსიმენით არიან დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, უკრაინელი ნახევარმცველის მიხაილ მუდრიკის "შახტარიდან" "ჩელსიში" 100 მილიონ ევროდ გადასვლის შემდეგ, ნეაპოლური გუნდი ნიგერიელი ბომბარდირისთვის დაახლოებით 150 მილიონ ევროს ითხოვენ.

ნიგერიელ ფორვარდს ლუჩიანო სპალეტის გუნდთან კონტრაქტი  2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში ოსიმენმა სერია A-ს 14 მატჩში 12 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.