ავტორიზაცია

პსჟ-ს ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების გამო ძვირადღირებული ფეხბურთელების შეძენა არ შეუძლია

პსჟ-ს ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების გამო ძვირადღირებული ფეხბურთელების შეძენა არ შეუძლია
თარიღი 16 Jan 2023, 23:47
"პარი სენ-ჟერმენი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში ძვირადღირებული ტრანსფერების განხორციელებას ვერ შეძლებს.

უახლოეს მომავალში კლუბი უნდა დატოვოს გარემარბმა პაბლო სარაბიამ, რომლის ტრანსფერი ინგლისურ "ვულვერჰემპტონში" უკვე შეთანხმებულია. 

პარიზელებს სურთ, რაც შეიძლება მალე იპოვონ 30 წლის ესპანელისთვის შემცვლელი, მაგრამ ეს უკიდურესად რთული იქნება ფინანსური სამართლიანი თამაშის გამო, იუწყება Le Parisien.

ფაქტია, რომ ამ დროისთვის კლუბს ფეხბურთელის შესასყიდათ მხოლოდ 10-15 მილიონი ევროს დახარჯვა შეუძლია. ამ პრობლემის გამოსავალი სავარაუდოდ იჯარა იქნება და ლუის კამპოსი უკვე იკვლევს ვარიანტებს.