ავტორიზაცია

ადილ რამი: "ინძაგი ლეგენდალური ფეხბურთელია, მაგრამ სუსტი მწვრთნელია"

ადილ რამი: "ინძაგი ლეგენდალური ფეხბურთელია, მაგრამ სუსტი მწვრთნელია"
თარიღი 17 იან 2023, 00:13
ფრანგმა მცველმა ადილ რამიმ იტალიურ "მილანში" თამაშის პერიოდი გაიხსენა.

ამ დროისთვის 37 წლის ფეხბურთელი ფრანგული "ტროას" მაისურს ირგებს. ის "როსონერის" შემადგენლობაში 2014 წლიდან 2015 წლამდე თამაშობდა.

"მილანში თამაში ჩემთვის ოცნება იყო, მე ვიყავი ალესანდრო ნესტას დიდი გულშემატკივარი. კლუბში კარგი დრო გავატარე, მაგრამ, სამწუხაროდ, იქ სწორ მწვრთნელებთან მუშაობა ვერ მოვახერხე. 

ფილიპო ინძაგი დიდი ფეხბურთელია, ნამდვილი ლეგენდა, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ როგორც მწვრთნელმა ჩემზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. გარწმუნებთ, მეც კი შემიძლია უკეთ ვივარჯიშო. ,”- თქვა რამიმ.