მადრიდის რეალს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში 300 მილიონი ევროს დახარჯვას შეძლებს
მადრიდის "რეალი" შემადგენლობის საგრძნობლად გაძლიერებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეძლებს.
"ბლანკოსის" ხელმძღვანელობა იანვარში ტრანსფერებს არ გეგმავს, მაგრამ მზადაა ზაფხულში ისარგებლოს კლუბის ხელსაყრელი ფინანსური მდგომარეობით: Cope-ს ცნობით, მადრიდის "რეალის" სატრანსფერო ბიუჯეტი მომდევნო ფანჯრისთვის დაახლოებით 300 მილიონი ევრო იქნება.
მადრიდის "რეალის" მთავარი სამიზნე ზაფხულში დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემია. ასევე მადრიდელები, გავრცელებული ჭორების თანახმად, აპირებენ დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას.