ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტის ყოფილი ფეხბურთელი: "კვარაცხელია სიტიში? ჯობია ნიუკასლში წავიდეს"

მანჩესტერ სიტის ყოფილი ფეხბურთელი: "კვარაცხელია სიტიში? ჯობია ნიუკასლში წავიდეს"
თარიღი 18 იან 2023, 15:43
მანჩესტერ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი ანდრეი კანჩელსკისი "ნაპოლის" თავდამსხმელის ხვიჩა კვარაცხელიას პრემიერ ლიგის კლუბში შესაძლო ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 21 წლის ქართველი მანჩესტერ "სიტისა" და ლონდონის "არსენალის" ინტერესთა სფეროში მოექცა.

„ხვიჩა პრემიერ ლიგაში? რატომაც არა, ყველაფერი შესაძლებელია. თუ ქინქლაძე სიტის ვარსკვლავი გახდა, მაშინ ხვიჩას შეუძლია გაიმეოროს მისი გზა. იქ გიორგი დღემდე უყვართ. “, - ამბობს კანჩელსკისი.

ამავდროულად, ყოფილ ფეხბურთელს მიაჩნია, რომ თავდამსხმელს სჯობს პრემიერ ლიგური გზა "ნიუკასლში" დაიწყოს.