ავტორიზაცია

ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრების შეთავაზების მოსმენა სურს

ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრების შეთავაზების მოსმენა სურს
თარიღი 19 იან 2023, 15:31
მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტს სურს ბრაზილიის ნაკრებისგან შეთავაზების მოსმენა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელებს სურთ იტალიელი იხილონ ახალ მწვრთნელად, რომელმაც უნდა შეცვალოს ტიტე.

ჟურნალისტ ბრუნო ანდრადეს თქმით, "ვალიადოლიდის" პრეზიდენტი და მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი რონალდო შეიძლება დაეხმაროს ანჩელოტის ბრაზილიაში დასაქმებაში.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის ხელშეკრულება "ბლანკოსთან" მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება..