ავტორიზაცია

ბარსელონამ გიუნდოგანის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

ბარსელონამ გიუნდოგანის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია
თარიღი 19 იან 2023, 17:10
"ბარსელონა" მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველ ილკაი გიუნდოგანს გაიფორმებს. 

ჟურნალისტ ხოსე ალვარესის ინფორმაციით, გერმანელი "ბლაუგრანას" სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანს კონტრაქტი მანჩესტერ "სიტისთან" სეზონის ბოლოს ეწურება.

„ქალაქელები“ გერმანელთან თანამშრომლობის გახანგრძლივების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა წყაროს ცნობით, ფეხბურთელი "ბარსელონაში" გადასვლას უკვე დათანხმდა.