კვარაცხელიამ შესაძლოა კიდევ ერთი მატჩი გამოტოვოს

როგორც მოგეხსენებათ ხვიჩა კვარაცხელიამ გამოტოვა "ნაპოლის" სათასო მატჩი "კრემონეზესთან".
21 წლის ქართველმა გარემარბმა შესაძლოა, სერია A-ს მომდევნო მატჩის ტურში "სალერნიტანასთანაც" იუქმოს, რომელიც 21 იანვარს გაიმართება.
Il Mattino-ს ინფორმაციით, ხვიჩას კვლავ გრიპის მსგავსი სიმპტომები აქვს. ოთხშაბათს ქართველ ფეხბურთელს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და სპორტდარბაზში ცალკე იმუშავა.
სერია A-ს ამჟამად "ნაპოლი" 47 ქულით ლიდერობს. ლუჩიანო სპალეტის გუნდი უახლოეს მდრვარ "მილანს" 9 ქულით უსწრებს.