ავტორიზაცია

მასიმო კარერა: "კვარაცხელია პრემიერ ლიგაში წარმატებული იქნება"

მასიმო კარერა: "კვარაცხელია პრემიერ ლიგაში წარმატებული იქნება"
თარიღი 19 იან 2023, 17:20
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ RB Sport-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ "ნაპოლიში" თამაშის შესახებ ისაუბრა.

კარერა დარწმუნებულია, რომ ქართველ ფეხბურთელს ტოპ კლუბში, კერძოდ კი ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაში შეუძლია.

„ხვიჩა შესანიშნავ სეზონს ატარებს იტალიაში, ის შესანიშნავი ფეხბურთელია. პრემიერ ლიგის თამაში? ვფიქრობ, მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ იქ წარმატებას მიაღწიოს. ხვიჩას ნებისმიერ დიდ კლუბში თამაში შეუძლია. “, - განაცხადა კარერამ.

კვარაცხელია ნაპოლიში 2022 წლის ივლისიდან თამაშობს. ქართველმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში 15 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.