ავტორიზაცია

პოჩეტინო შესაძლოა ტოტენჰემში დაბრუნდეს

პოჩეტინო შესაძლოა ტოტენჰემში დაბრუნდეს
თარიღი 19 იან 2023, 17:42
"ტოტენჰემის" ყოფილი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო შესაძლოა ზაფხულს გუნდში დაბრუნდეს.

ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის თქმით, "სპურსი" არგენტინელის დაბრუნებას განიხილავს, თუ მოქმედი მწვრთნელი ანტონიო კონტე არ გაახანგრძლივებს კონტრაქტს.

პოჩეტინო ერთხელ უკვე ხელმძღვანელობდა "ტოტენჰემს" და 2019 წელს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც "ლივერპულთან" დამარცხდა.