ავტორიზაცია

კაი ჰავერცი შესაძლოა გერმანულ გრანდში გადავიდეს

კაი ჰავერცი შესაძლოა გერმანულ გრანდში გადავიდეს
თარიღი 20 იან 2023, 12:35
"ჩელსის" თავდამსხმელი კაი ჰავერცი შესაძლოა მომავალ სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში დაბრუნდეს, სადაც მანამდე ლევერკუზენის "ბაიერში" თამაშობდა.

Sky Germany-ის ინფორმაციით, მიუნჰენის "ბაიერნი" სერიოზულად არის დაინტერესებული 23 წლის გერმანელის შეძენით.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ჰავერცს "ჩელსის" გულშემატკივრებისგან ბევრი კრიტიკა მოჰყვა, თუმცა მას ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს.