ავტორიზაცია

უკონკურენტოდ: ჯამალ მუსიალა 2022 წლის გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელია

უკონკურენტოდ: ჯამალ მუსიალა 2022 წლის გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელია
თარიღი 21 იან 2023, 09:44
მიუნჰენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა გერმანიის 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ამის შესახებ იტყობინება მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური საიტი იტყობინება.

გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის ფან-კლუბის გამოკითხვაში ჯამალ მუსიალამ ხმების 66,2% მიიღო. მეორე ადგილი კაი ჰავერცმა დაიკავა (8%), ხოლო ჯოშუა კიმიჩმა (6.1%) დაიმსაუხურა.

ჯამალ მუსიალას დებიუტი გერმანიის ნაკრებში 2021 წლის გაზაფხულზე შედგა. მას შემდეგ ნაკრებში 20 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯგუფური ბარიერიც კი ვერ გადალახა.