ავტორიზაცია

კლუბმა დაადასტურა - ცნობილია, როდის ექნება კრიშტიანუ რონალდუს ოფიციალური დებიუტი საუდის არაბეთში

კლუბმა დაადასტურა - ცნობილია, როდის ექნება კრიშტიანუ რონალდუს ოფიციალური დებიუტი საუდის არაბეთში
თარიღი 21 იან 2023, 23:43
ცნობილი გახდა, როდის შედგება კრიშტიანუ რონალდუს ოფიციალური დებიუტი „ალ ნასრში“.

კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეს ხვალ, 22 იანვარს, „ალ იტიფაკის“ წინააღმდეგ ითამაშებს საუდის არაბეთის ტურნირის ეგიდით.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში რონალდუმ ერთი მატჩი უკვე ჩაატარა, როცა „ალ ნასრის“ და „ალ ხილალის“ ყველა ვარსკვლავის შემადგენლობაში „პსჟ-ს“ დაუპირისპირდა და დუბლი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუმ „ალ ნასრთან" 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი წლიური ხელფასი კი 200 მილიონ ევრომდე აღწევს, რითიც ის სპორტის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია.