ავტორიზაცია

ჩელსის შემადგენლობა 1 მილიარდ ევროდ არის შეფასებული

ჩელსის შემადგენლობა 1 მილიარდ ევროდ არის შეფასებული
თარიღი 22 იან 2023, 14:42
ლონდონის "ჩელსის" საბაზრო ღირებულებამ, Transfermarkt-ის ცნობით, 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა, მსოფლიოში მხოლოდ მანჩესტერ "სიტის" ღირს უფრო ძვირი (1,1 მილიარდი ევრო).

ტოპ ათეულში ასევე შედის "ბაიერნი" (945 მილიონი ევრო), "ლივერპული" (928 მილიონი ევრო), "პსჟ" (895 მილიონი ევრო), მადრიდის "რეალი" (849 მილიონი ევრო), არსენალი (789 მილიონი ევრო), "ბარსელონა" (777 მილიონი ევრო), მანჩესტერ "იუნაიტედი" (742 მილიონი ევრო) და "ტოტენჰემი", (688 მილიონი ევრო).

ზაფხულის და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრების დროს "ჩელსიმ" ახალ ფეხბურთელებზე საერთო ჯამში 460 მილიონი ევრო დახარჯა.