ავტორიზაცია

ნაპოლი ისტორიაში მხოლოდ მესამე გუნდია, რომელმაც სერია A-ს სეზონის პირველ ნახევარში 50 ქულა დააგროვა

ნაპოლი ისტორიაში მხოლოდ მესამე გუნდია, რომელმაც სერია A-ს სეზონის პირველ ნახევარში 50 ქულა დააგროვა
თარიღი 22 Jan 2023, 01:12
"ნაპოლიმ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა და იტალიის ჩემპიონატში 50 ქულას დააგროვა.

მე-19 ტურის მატჩში ლუჩიანო სპალეტის გუნდმა სტუმრად "სალერნიტანა" (2:0) დაამარცხა.

როგორც Opta-მ წერს, "ნაპოლი" გახდა მესამე გუნდი, რომელმაც სერია A-ში 19 ტურის შემდეგ 50 და მეტი ქულა დააგროვა. ადრე ამას მხოლოდ "ინტერმა" და "იუვენტუსმა" მიაღეწიეს.

"ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 12 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ "მილანს", სტაფანო პიოლის გუნდს ერთი მატჩი მარაგში აქვს.