ავტორიზაცია

სპალეტი სალერნიტანასთან მოგების შემდეგ: "ვიცით, რომ უპრეცედენტო შესაძლებლობა გვაქვს"

სპალეტი სალერნიტანასთან მოგების შემდეგ: "ვიცით, რომ უპრეცედენტო შესაძლებლობა გვაქვს"
თარიღი 22 იან 2023, 01:04
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ სერია A-ს მე-17 ტურის მატჩში "სალერნიტანასთან" გამარჯვების შემდეგ (2:0) კომენტარი გააკეთა.

„ასეთ მატჩებზე შეიძლება გავლენა იქონიოს სხვადასხვა ფსიქოლოგიურმა ასპექტმა, მაგრამ პირველ რიგში კარგი ფეხბურთის თამაშია საჭირო. ტემპი მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერია.

პირველ ტაიმში, როგორც წესი, მოედნის შუაგულში ვმოძრაობდით და კონტრშეტევაზე დაჭერის რისკის ქვეშ ვიყავით, მაგრამ ორი გოლის გატანა მოვახერხეთ და თამაში ჩვენს სასარგებლოდ შემოვაბრუნდით.

ვიცით, რომ გვაქვს უპრეცედენტო შესაძლებლობა და შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს, გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რაც გვაქვს, გავაგრძელოთ ჩვენი ფეხბურთის თამაში, დავრჩეთ თავმდაბალი და პროფესიონალი. “, - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "ნაპოლის" 50 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ "მილანს" 12 ქულით უსწრებს.