ავტორიზაცია

ფედერიკო კიეზას ტრანსფერით პრემიერ ლიგის გრანდი ინტერესდება

ფედერიკო კიეზას ტრანსფერით პრემიერ ლიგის გრანდი ინტერესდება
თარიღი 22 იან 2023, 16:28
"ლივერპული" გუნდის გასაძლიერებლად სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს.

Calciomercatoweb-ის ცნობით, ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბი მიზნად ისახავს "იუვენტუსის" გარემარბის ფედერიკო კიეზას ტრანსფერს.

"მერსისაიდელები" იტალიელი გარემარბის ტრანსფერის შესაძლებლობას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში განიხილავენ.

აღნიშნულია, რომ "იუვენტუსი" შესაძლოა მზად იყოს 25 წლის ფედერიკო კიეზა 60 მილიონ ევროდ გაყიდოს, რადგან ტურინულ კლუბს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება სჭირდება.

"იუვენტუსში" ფედერიკო კიეზამ 68 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელმა 19 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.