იუვენტუსი შესაძლოა ევროტურნირებიდან მოკვეთონ
ტურინის "იუვენტუსს" სერიოზული სასჯელი შეეხო - ფინანსური თაღლითობის გამო ანგარიშგებებში შემოსავლის გადაჭარბების სახით, კლუბს სერია A-ში 15 ქულა ჩამოართვეს.
სამართალწარმოება ჯერ კიდევ არ წყდება და "ბებერ ქალბატონს" შეიძლება ახალი სანქციები დაემუქროს, თუ დადასტურდება, რომ ისინი პანდემიის დროს, ფეხბურთელებს ხელფასს ფარულად უხდიდნენ.
ჯარიმის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს 23 მილიონ ევრომდე, პლუს "იუვენტუსს" შეიძლება აეკრძალოს ევროტურნირებზე ერთი ან მეტი სეზონით, ასპარეზობა. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport იტყობინება.