ავტორიზაცია

ბენზემა შესაძლოა პრემიერ ლიგაში გადავიდეს - მას ორი ვარიანტი აქვს

ბენზემა შესაძლოა პრემიერ ლიგაში გადავიდეს - მას ორი ვარიანტი აქვს
თარიღი 22 იან 2023, 16:54
კარიმ ბენზემას "რეალთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. გასაკვირი არ არის, რომ ფრანგს სხვადასხვა რეგულარულად უკავშირებენ.

El Nacional-ის ცნობით, 35 წლის ფორვარდს ამ ზაფხულს პრემიერ ლიგაში რამდენიმე ვარიანტი ექნება.

ბენზემას საკუთარ გუნდში ხილვა მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს სურს. გამოცდილი თავდამსხმელის ტრანსფერით "ნიუკასლიც" ინტერესდება. 

კარიმ ბენზემა მადრიდის "რეალში" 2009 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მას შემდეგ თავდამსხმელმა "ბლანკოსის" რიგებში 622 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 334 გოლი გაიტანა და 160 საგოლე გადაცემა გააკეთა.