ავტორიზაცია

დმიტრი ანტილევსკიმ თბილისის დინამო დატოვა

დმიტრი ანტილევსკიმ თბილისის დინამო დატოვა
თარიღი 22 იან 2023, 17:32
დმიტრი ანტილევსკიმ თბილისის "დინამო" დატოვა, მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

ამის შესახებ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

​ბელარუსი შემტევი თბილისურ კლუბში 2022 წელს ჩაირიცხა და "დინამოს" რიგებში 29 მატჩი გამართა. ამ პერიოდის განმავლობაში ანტილევსკიმ ხუთი გოლი გაიტანა, სამი საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

Fcdinamo.ge