ავტორიზაცია

ტენ ჰაგი: "მე პირველობა მინდა, მაგრამ ასეთი შეცდომებით ეს შეუძლებელი იქნება"

ტენ ჰაგი: "მე პირველობა მინდა, მაგრამ ასეთი შეცდომებით ეს შეუძლებელი იქნება"
თარიღი 22 იან 2023, 23:27
„მან იუნაიტედის“ მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, „მანჩესტერთან“ 2:3 მარცხი შეაფასა.

„შესანიშნავი მაღალ ტემპში მიმდინარე თამაში იყო, დღეს გამარჯვებულები მაყურებლები არიან.

ორი ტოპ-გუნდი თამაშობდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ასეთი გვიან გაშვებული გოლით წაგების გამო იმედგაცრუებულები ვართ.

ყველა გაშვებული გოლი შეცდომას მოჰყვა - ასე არ უნდა ხდებოდეს. წინა კვირაში ასეთ ვითარებაში ჩვენი დაჩაგრვა გაცილებით რთული იყო, დღეს ასე არ მოხდა. ყველა გოლის თავიდან არიდება შეგვეძლო.

თამაშის ბედი გადაწყვიტა მცირე დეტალებმა, რთული მისაღებია, მაგრამ გაკვეთილად უნდა მივიღოთ.

ეს არ არის საკმარისი, მე გამარჯვებები მინდა. გვსურს, პირველები ვიყოთ, მაგრამ თუ ასეთი შეცდომები გაგრძელდა, ეს ვერ მოხერხდება. ეს ყველაფერი აშკარაა და გუნდსაც იგივე ვუთხარი.“ - აღნიშნა ნიდერლანდელმა.