ავტორიზაცია

ჩელსი ენცო ფერნანდესის ტრანსფერზე ახალ შეთავაზებას იანვრის ბოლომდე გააკეთებს

ჩელსი ენცო ფერნანდესის ტრანსფერზე ახალ შეთავაზებას იანვრის ბოლომდე გააკეთებს
თარიღი 23 იან 2023, 13:34
"ჩელსი" კიდევ ერთხელ შეეცდება "ბენფიკადან" ენცო ფერნანდესის შეძენას.

Record-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი 22 წლის არგენტინელი ნახევარმცველისთვის ახალ სატრანსფერო შეთავაზებას ამზადებს და იანვრის ბოლომდე გააკეთებს.

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში "ჩელსი" და "ბენფიკა" მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ფერნანდესზე, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა, რადგან ლისაბონური კლუბი 120 მილიონი ევროს ითხოვდა.

მიმდინარე სეზონში ცენტრალურმა ნახევარმცველმა "ბენფიკაში: ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.