ავტორიზაცია

ხავი: "ყველა ტიტულის მოსაგებად ბრძოლას ვაპირებთ"

ხავი: "ყველა ტიტულის მოსაგებად ბრძოლას ვაპირებთ"
თარიღი 25 იან 2023, 10:14
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხავი ერნანდესი თვლის, რომ გუნდს შეუძლია ყველა ტურნირის მოგება, რომელშიც მონაწილეობს.

არც ისე დიდი ხნის წინ კატალონიელები გახდნენ ესპანეთის სუპერთასის მფლობელები, მას შემდეგ რაც ფინალში მადრიდის "რეალი" (3:1) დაამარცხეს.

„ერთი თასით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. სუპერ თასის მოგებამ თავდაჯერებულობა მოგვცა, სწორი მენტალიტეტი გვაქვს. თქვენ უნდა მოითხოვოთ მაქსიმუმი საკუთარი თავისგან.

ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ლა ლიგის, კოპა დელ რეისთვის და ევროპა ლიგის მოსაგებად. “, - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა რეალ "სოსიედადთან" სათასო მატჩის წინ.