ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუ წლის საუკეთესო 50 ფეხბურთელს შორის ვერ მოხვდა

კრიშტიანუ რონალდუ წლის საუკეთესო 50 ფეხბურთელს შორის ვერ მოხვდა
თარიღი 25 იან 2023, 22:02
კრიშტიანუ რონალდუ The Guardian-ის ვერსიით 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელების ტოპ 50-ში ვერ შევიდა.

ინგლისურმა გუნდმა გასული წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება ნელ-ნელა დაიწყო. ამჟამად, ცნობილია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც 100-დან 41-ე პოზიციებზე გავიდნენ. სრული რეიტინგი კი პარასკევს გამოქვეყნდება.

კრიშტიანუ რონალდუ 51-ე ადგილზე გავიდა და შემდეგ ფეხბურთელებთან უკვე ვიცით, რომ დამარცხდა.

41. იოზუა კიმიხი (ბაიერნი)

42. დავიდ ალაბა (რეალი)

43. იასინ ბონო (სევილია)

44. რუბენ დიაში (მან სიტი)

45. ორელიან ჩუამენი (რეალი)

46. ტეო ერნანდესი (მილანი)

47. ალექსის მაკ ალისტერი (ბრაიტონი)

48. როდრიგო დე პაული (ატლეტიკო)

49. სოფიან ამრაბატი (ფიორენტინა)

50. კოდი გაკპო (ლივერპული).

52-ე ადგილზე „ნაპოლის“ ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი გავიდა, „მან სიტის“ მეკარე ედერსონი 54-ზე, „რეალის“ მცველი ანტონიო რუდიგერი 56-ზე, „მან იუნაიტედის“ შემტევი მარკუს რაშფორდი კი 58-ზე.

„ლივერპულის“ ფეხბურთელები ლუის დიასი და ტრენტ ალექსანდრ არნოლდი 59 და 60 პოზიციებზე გავიდნენ, უსმან დემბელე 69-ზეა, რაფაელ ვარანი 85-ზე, ფრენკი დე იონგი 89-ზე, მანუელ ნოიერი კი 91-ზე.