ავტორიზაცია

ტოტენჰემი 45-მილიონიანი ტრანსფერის დახურვას უახლოვდება

ტოტენჰემი 45-მილიონიანი ტრანსფერის დახურვას უახლოვდება
თარიღი 25 იან 2023, 22:49
ლისაბონის „სპორტინის“ მცველი, პედრო პორო, გუნდიდან წასვლასთან ახლოსაა.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ესპანელი მარჯვენა მცველი „ტოტენჰემში“ გადასვლას უახლოვდება.

ლისაბონური გუნდი „ტოტენჰემისგან“ 45 მილიონ ევროს ითხოვს - სწორედ ამდენია ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა. ინგლისელები კი სხვადასხვა გზებით თანხის შემცირებაზე მოლაპარაკებას ცდილობენ.

დღეს დილით მხარეებს შორის მორიგი კონტაქტი შედგა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, საუბრები გაგრძელდება და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კლუბები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეთანხმებას მიაღწევენ და იანვრის ბოლოს პორო „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი გახდება.