ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუს ალ ნასრი საუდის არაბეთის სუპერთასის ნახევარფინალში დამარცხდა, პორტუგალიელმა სრული მატჩი ჩაატარა

კრიშტიანუ რონალდუს ალ ნასრი საუდის არაბეთის სუპერთასის ნახევარფინალში დამარცხდა, პორტუგალიელმა სრული მატჩი ჩაატარა
თარიღი 27 იან 2023, 00:17
კრიშტიანუ რონალდუს „ალ ნასრი“ საუდის არაბეთის სუპერთასის ნახევარფინალში დამარცხდა (1:3).

ერ-რიადის გუნდის მეტოქე „ალ იტიჰადი“ იყო, კრიშტიანუ რონალდუმ მოედანზე სრული მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლით თავი ვერ გამოიჩინა.

მეორე ფინალისტი „ალ ფეიხა“ გახდა, რომელმაც „ალ ხილალი“ დაამარცხა.

საუდის არაბეთში ჩატარებული ორი ოფიციალური მატჩის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს გოლით თავი ჯერ არ გამოუჩენია.