ავტორიზაცია

კვარაცხელია სერია A-ში ასისტენტთა შორის პირველ ადგილზე გადავიდა

კვარაცხელია სერია A-ში ასისტენტთა შორის პირველ ადგილზე გადავიდა
თარიღი 30 იან 2023, 15:50
გუშინ, იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში "ნაპოლი" შინ "რომას" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია.

ტრადიციულად, კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე აქტიური იყო, რამდენიმე მომენტი შექმნა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ რომაულ გუნდთან გაკეთებული საგოლე გადაცემა კვარაცხელიასთვის სეზონში მე-8 გახლდათ. 

აღნიშულული საგოლე პასის შედეგად ქართველი გარემარბი "ლაციოს" სერბ ნახევარმცველს სერგეი მილინკოვიჩ სავიჩს დაეწია და მასთან ერთად საუკეთესო ასისტენტია.