ავტორიზაცია

დანი ალვეშის მეუღლემ გაშორებაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა - მას დაზარალებულის სიტყვებში ეჭვი აღარ ეპარება

დანი ალვეშის მეუღლემ გაშორებაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა - მას დაზარალებულის სიტყვებში ეჭვი აღარ ეპარება
თარიღი 31 იან 2023, 21:23
დანი ალვეშის მეუღლემ, ფეხბურთელის გაუპატიურებაში ბრალდებების ფონზე, გაშორება მოითხოვა.

„ბარსელონას“ ექს-მცველი პოლიციამ სავარაუდო გაუპატიურების გამო დააკავა და მოსამართლემ გირაოს შემოტანის უფლების გარეშე წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ბრაზილიელს 4-დან 12 წლამდე ციხე ემუქრება.

როგორც El Programa de Ana Rosa-ზე აცხადებენ, ჯოანა სანსს, ესპანელ მოდელს, დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვი არ ეპარება და გადაწყვიტა, დანი ალვეშს გაშორდეს.

30 წლის ქალბატონმა გაშორების განაცხადი ადვოკატების მეშვეობით შეიტანა, რადგან 39 წლის ფეხბურთელმა ციხეში მეუღლესთან შეხვედრაზე უარი თქვა.