ავტორიზაცია

დანი ალვეშის ყოფილი კლუბი ფეხბურთელისგან 5 მილიონ დოლარს ითხოვს

დანი ალვეშის ყოფილი კლუბი ფეხბურთელისგან 5 მილიონ დოლარს ითხოვს
თარიღი 03 Feb 2023, 01:53
დანი ალვეშს პრობლემები არ ელევა - მას შემდეგ, რაც ის სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მექსიკურმა კლუბმა "პუმასმა" მასთან კონტრაქტი შეწყვიტა.

მეტიც, მექსიკელები ისე არიან შოკირებული მომხდარით, რომ მიაჩნიათ, რომ ალვეშმა კლუბის იმიჯს სერიოზული ზიანი მიაყენა, რისთვისაც მას ხუთი მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს.

ამის შესახებ შეტყობინება ბრაზილიელ ფეხბურთელს 20 იანვარს გაეგზავნა, თუმცა მის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, წერს იტალიური საინფორმაციო სააგენტო ITASportPress-ი.