ავტორიზაცია

ადნან იანუზაი თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს

ადნან იანუზაი თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს
თარიღი 03 თებ 2023, 14:44
სტამბოლ "ბაშაქშეჰირმა" თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბელგიელი ნახევარმცველის, ადნან იანუზაის, "სევილიადან" იჯარით დამატების შესახებ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ იჯარაში არ არის გათვალისწინებული 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის გამოსყიდვის შესაძლებლობა.

მიმდინარე სეზონში იანუზაიმ "სევილიაში" ექვსი მატჩი ჩაატარა და არცერთი გოლი არ გაუტანია. 

თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების 21 ტურის შემდეგ, სტამბოლის "ბაშაქშეჰირი" 40 ქულით მესამე ადგილზეა.