მარტინელმა არსენალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

"არსენალის" თავდამსხმელმა გაბრიელ მარტინელმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ბრაზილიელსა და "მეთოფეებს" შორის ახალი ხელშეკრულება 2027 წლამდეა ძალაში, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების ოფციით.
"არსენალის" სპორტულმა დირექტორმა ედუ გასპარმა მარტინელისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კომენტარი გააკეთა: „ძალიან კარგია, რომ გაბრიელმა ჩვენთან პარტნიორობა გაახანგრძლივა. ჩვენი გუნდის საფუძველი ახალგაზრდა ტალანტებზე იქნება დაყრდნობილი. “, - განაცხადა გასპარმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ მარტინელი მიმდინარე სეზონში "არსენალის" ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. ბრაზილიელს ინგლისის პრემიერ ლიგაში 7 გოლი და ორი საგოლე გადაცემა აქვს.